მებაღე დევი მეზურნიშვილი, რომელმაც ვაკის პარკის შადრევანიდან ბავშვები გამოიყვანა ამბობს, ბედნიერი იქნებოდა გოგონაც რომ გადარჩენილიყო.
“ეს არ იყო გმირობა, რაც შევძელი გავაკეთე, მეტი არაფერი. სამი შვილის მამა ვარ და იმ წუთებში მხოლოდ ბავშვების გადარჩენაზე ვფიქრობდი. ბედნიერი ვიქნებოდი, გოგონაც რომ ცოცხალი იყოს. ამ დღის გახსენებაზე სულ ვტირი”- აღნიშნა დევი მეზურნიშვილმა.