მედიის ცნობით, ირანი რუსეთისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდებას უარყოფს

ირანის ხელისუფლება რუსეთისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდებას უარყოფს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირანის ისლამური რესპუბლიკა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის არც ერთ მხარეს არ არის და იარაღის ექსპორტი ომის არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია.

„უკრაინაში ომს რაც შეეხება, ირანის ისლამური რესპუბლიკა ეწინააღმდეგება ომს და საკუთარი შესაძლებლობებიდან და კარგი ურთიერთობებიდან გამომდინარე, რომელიც მას კონფლიქტის ორივე მხარესთან ჰქონდა, ცდილობდა, შეეწყვიტა სამხედრო მიდგომა“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნასერ ყანაანიმ.