მოლდოვაში საღომე ზუღაბიშვილის სამუშაო ვიზიტი დაიწყო.
საქართველოს პღეზიდენტის, საღომე ზუღაბიშვილის სამუშაო ვიზიტი მოლდოვის რესპუბლიკაში დაიწყო.
საქართველოს პღეზიდენტის დახვედრის ცერემონია კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა.
პღეზიდენტს კიშინეუს საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ვლადიმერ კუკი და საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო დიპლომატიური პროტოკოლის ხელმძღვანელი მიხაილ ბარბულატი.
საქართველოს პღეზიდენტი კიშინეუში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან შეხვედრებს გამართავს, როგორც პირისპირ ასევე, გაფართოებულ ფორმატში.
დღესვე გაიმართება შეხვედრა მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან იგორ გროსუსთან.
საქართველოს პღეზიდენტი მოლდოვის რესპუბლიკას დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოლდოვის რესპუბლიკაში ლევან დიასამიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი.
საქართველოს პღეზიდენტმა თბილისიდან კიშინეუში პირველი რეისით იმგზავრა, რომელიც საქართველოსა და მოლდოვის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული რეისების დანიშვნის ფარგლებში განხორციელდა.
ფრენები გაიმართება კიშინეუ-თბილისი-კიშინეუს მიმართულებით 2022 წლის 31ოქტომბრამდე კვირაში ორჯერ, ხოლო, 2022 წლის ნოემბრიდან – კვირაში ოთხჯერ.
წყარო: სოციაღური ქსელებიდან