რუსეთის ქალაქ ეისკში რუსული სუ-34 -ის ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა
ამის შესახებ აცხადებს ქვეყნის თავდაცვის უწყება და ჩამოვარდნის მიზეზად აფრენისას ერთ-ერთი ძრავის აალებას ასახელებს.
„2022 წლის 17 ოქტომბერს სამხრეთ სამხედრო ოლქის სამხედრო აეროდრომიდან სასწავლო ფრენის შესასრულებლად აფრენილი სუ-34 ჩამოვარდა“, – აცხადებენ უწყებაში.
მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება.