ვახტანგ მეგრელიშვილი: ადამიანურად ნამდვილად არ ვისურვებდი კახი კალაძის მდგომარეობაში ყოფნას

ადამიანურად, ნამდვილად არ ვისურვებდი კახი კალაძის მდგომარეობაში ყოფნას _ ამის შესახებ პარლამენტარმა ვახტანგ მეგრელიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ნამდვილად არ ვისურვებდი კახი კალაძის მდგომარეობაში ვყოფილიყავი, ადამიანურად. წარმოიდგინეთ, ვინმეს, რომ ასეთი რამ დაგვმართოდა, ანუ ჩემი აზრით ეს იმდენად დიდი ტრაგედიაა ზოგადად, ამაზე პოლიტიკური პასუხები როგორ იქნება? ჩემი აზრით ეს არის ორი სრულიად განსხვავებული თემა. ვფიქრობ, ინდივიდუალურად კახი კალაძემ გადადგომაზე გადაწყვეტილება რომ მიიღოს, მისი პოლიტიკური რეიტინგი მნიშვნელოვნად გაიზრდება ” – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.