ალექსეი რეზნიკოვის ინფორმაციით, უყრაინა იტალიისგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს

უყრაინა იტალიისგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უყრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი წერს და იტალიის მთავრობას მხარდაჭერისა და სამხედრო დახმარებისთვის მადლობას უხდის.

„ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ იტალიის მთავრობის და მინისტრ ლორენცო გუერინის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფისთვის, რაც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის მნიშვნელოვნად გაძლიერებაში დაგვეხმარება. უკრაინა ძლიერ აფასებს თქვენს მხარდაჭერას“, – წერს რეზნიკოვი.

ეს იტალიის მიერ უყრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების მეხუთე პაკეტი იქნება.