დანიის პოლიციის დასკვნით, „ჩრდილოეთის ნაკად 1“-ის და „ჩრდილოეთის ნაკად 2“- ის მილსადენების დაზიანების მიზეზი ძლიერი აფეთქებებია.
„გამოძიებამ დაადასტურა, რომ „ჩრდილოეთის ნაკად 1“-სა და „ჩრდილოეთის ნაკად 2“- ზე დაზიანებები გამოწვეული იყო ძლიერი აფეთქებით“, – განაცხადეს კოპენჰაგენის პოლციაში.
დანიის პოლიციამ გამოძიება საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ჩაატარა. როგორც მედია იუწყება, გამოძიებამ დაადგინა, რომ მილსადენის დაზიანებამდე ძლიერი წყალქვეშა აფეთქებები მოხდა.
დანიის გამოძიების დასკვნა ფაქტობრივად შვედეთის პროკურების დასკვნის იდენტურია. შვედეთის საგამოძიებო სამსახურიც აცხადებენ, რომ მილსადენებში ორი ახალი ხვრელის გაჩენა აფეთქებებმა გამოიწვია, აფეთქება კი დივერსიულ აქტად განიხილება.
როგორც მედია წერს, „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის და „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ის მილსადენები იმისთვის შეიქმნა, რომ რუსეთიდან გაზი გერმანიას პირდაპირ მიეღო.