დიმა კულება ვლადიმერ ზელენსკის ირანთან დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ინიციატივას წარუდგენს

უყრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმა კულება აცხადებს, რომ ე.წ პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ირანთან დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ინიციატივას წარუდგენს.

„ირანის ქმედებები არის ტყუილი და სისასტიკე, რომელსაც ჩვენ არ მოვითმენთ. ირანის უპილოტო საფრენი აპარატების მიერ უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების, სიკვდილის და ტანჯვის ფონზე გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომ ირანმა შესაძლოა, გააგრძელოს რუსეთისთვის იარაღის მიწოდება, პრეზიდენტთან განსახილველად შემაქვს წინადადება, ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ“, – აღნიშნა დიმა კულებამ.

კულება ამბობს, რომ უყრაინას ანტიირანული პოზიცია არასდროს ჰქონდა.

„მას შემდეგ, რაც ირანი ჩვენს ქვეყანაში რუსეთის აგრესიის და დანაშულის თანამონაწილე გახდა, ჩვენ დღეს გვექნება ძალიან მკაფიო და სამართლიანი პოზიცია. შეწყვეტს რა ირანი რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას – ვისაუბრებთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე“, –  აცხადებს დმიტრო კულება.

უყრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე ევროკავშირის ქეყნებს მოუწოდებს, დაუწესონ ირანს სანქციები.