კალაძის, ინჯიას და სხვათა ძვირადღირებული მანქანები – ქართველი პოლიტიკოსების შთამბეჭდავი ავტოპარკი …

კალაძის, ინჯიას და სხვათა ძვირადღირებული მანქანები – ქართველი პოლიტიკოსების შთამბეჭდავი ავტოპარკი.

უკვე წლე­ბია, რაც დე­და­ქა­ლაქ­ში მუდ­მი­ვი სა­ცო­ბე­ბია… პი­კის სა­ა­თის დროს გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ტრან­სპორ­ტით. დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია სა­ცო­ბე­ბის ძი­რი­თად პრობ­ლე­მად მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის სიმ­რავ­ლეს ასა­ხე­ლებს და მო­სახ­ლე­ო­ბას მან­ქა­ნე­ბი­დან-სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორტზე გა­დაჯ­დო­მის­კენ მო­უ­წო­დებს. თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო ერთ-ერ­თია იმ ქვეყ­ნებს შო­რის, სა­დაც პო­ლი­ტი­კო­სე­ბი პი­ა­რის გა­მოც კი არ გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით. უფრო მე­ტიც, მათ კო­ლექ­ცი­ებ­ში არა­ერ­თი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნაა… მო­დით, შე­ვი­ხე­დოთ ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ავ­ტო­პარკში. მა­სა­ლის მომ­ზა­დე­ბი­სას მათ მიერ შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ით ვი­სარ­გებ­ლეთ…

მან­ქა­ნე­ბის შთამ­ბეჭ­დავ კო­ლექ­ცი­ას ფლობს თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე. მისი სა­კუთ­რე­ბაა 2017 წელს 40 ათას დო­ლა­რად შე­ძე­ნი­ლი “მერ­სე­დეს ბენც ვი­ა­ნო“, 2017 წელს 40 ათას ევ­როდ შე­ძე­ნი­ლი “მინი კუ­პე­რი”. ხოლო მის­მა მე­უღ­ლემ 2017 წელს 70 ათას დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა “ტო­ი­ო­ტა ლანდ კრუ­ი­ზერ 200“. გარ­და ამი­სა, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის სა­კუთ­რე­ბაა 50 ათას ევ­როდ შე­ძე­ნი­ლი “ფი­ა­ტი“ და 20 000 ევ­როდ ნა­ყი­დი “ჰარ­ლი დე­ვიდსონ ბო­ბე­რი“.

ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­პარკში მხო­ლოდ ერთი მან­ქა­ნა დგას Mercedes benz 2015, რო­მელ­შიც 72 000 ევრო გა­და­ი­ხა­და.

ბექა ოდი­შა­რი­ას ორი მან­ქა­ნა ჰყავს. TOYOTA LANDCRUIZER LC 200 2018, რო­მე­ლიც 33 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა და RANGE ROVER EVOQUE 2020, რო­მელ­შიც 30 000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

დე­პუ­ტატ­მა ნინო წი­ლო­სან­მა Toyota 200-ში 50 000 ლარი გა­და­ი­ხა­და.

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს ორი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა ჰყავს. Lexus LX 570-ში 48 000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და, ხოლო 2020 წელს მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა Jaguar XK140 აჩუ­ქეს.

შთამ­ბეჭ­და­ვი ავ­ტო­პარ­კი აქვს “ევ­რო­პელ სო­ცი­ა­ლისტ” დე­პუ­ტატ ფრი­დონ ინ­ჯი­ას. მის მფლო­ბე­ლო­ბა­შია Mercedes-Benz Van V250 BLUETEG, რო­მე­ლიც 212 000 ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

ასე­ვე Mersedes-Benz S500, რო­მელ­შიც 274 000 ლარი გა­და­ი­ხა­და და ავ­ტო­მან­ქა­ნა S 560 4MATIC MAYBACH, რომ­ლის ფა­სიც 136 000 ევ­როა.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­ჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი ორ მსუ­ბუქ ავ­ტო­მან­ქა­ნას ფლობს, Hyundai Tucson-ში 2008-ში 20 000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და, ხოლო Nissan Xterra-ში 12 000 დო­ლა­რი.

საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი ტყე­მა­ლა­ძე 30 ათას დო­ლა­რად შე­ძე­ნი­ლი TOYOTA PRADO,GTX008, 2008-ით გა­და­ად­გილ­დე­ბა.

და­ვით სერ­გე­ენ­კომ არ­ჩე­ვა­ნი Toyota Prado-ზე შე­ა­ჩე­რა და მას­ში 39 200 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

სა­ვა­ლან მირ­ზო­ე­ვის NISSAN PATROL კი 200 000 ლარი ღირს.

დე­პუ­ტატ­მა ირაკ­ლი ხა­ხუ­ბი­ამ მე­უღ­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში MERCEDES BENZ G 400 D 300 000 ლარი გა­და­ი­ხა­და, ხოლო თა­ვად PORSCHE TAYCAN 4S-ს დას­ჯერ­და, რო­მე­ლიც 200 000 ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

და­ვით კირ­კი­ტა­ძე ორ მსუ­ბუქ ავ­ტო­მან­ქა­ნას ფლობს, volkswagen touareg-ში, 2017 წელს 22 000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და, ხოლო volkswagen passat 2020 წელს 8000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ავ­ტო­პარ­კი მხო­ლოდ ერთი ავ­ტო­მან­ქა­ნით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. Mercedes-Benz SClass 2014 პო­ლი­ტი­კოს­მა 2020 წელს 20 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა…

“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” დე­პუ­ტატ კობა ნა­ყო­ფი­ას ბო­ლოს შევ­სე­ბულ ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში შე­ტა­ნი­ლი აქვს Mercedes Benz GL 500, 2010, #EL700GA, რო­მე­ლიც 95000 ევ­როდ შე­უ­ძე­ნია.

წყარო: itv.ge