“არავინ საუბრობს, რომ კალაძემ სადენი არასწორად შეაერთა, მაგრამ მისი მერობის დროს მოხდა ასეთი ტრაგედია და ყველაზე სწორი ნაბიჯი მისგან გადადგომაა” – დავით უსუფაშვილი.
არავინ საუბრობს, რომ კალაძემ სადენი არასწორად შეაერთა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი მერობის დროს მოხდა ასეთი ტრაგედია – სწორი ნაბიჯი მისგან გადადგომაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ლელოს” დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, როცა გახსნილი სკვერებით და დაგებული გზებით კრედიტს თავად იწერენ, ასეთ ვითარებაში პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ შესაბამისმა პირებმა.
– „ვაკის პარკის ტრაგედია არის ერთი ადამიანის, ერთი ოჯახის, ერთი ქალაქის, ერთი ქვეყნის და მთელი ერის, ასეთ ვითარებაში თანამდებობის პირები უნდა ვიძლეოდეთ მაგალითს, თუ ხვალ როგორ უნდა მოვიქცეთ. არავინ საუბრობს, რომ კალაძემ სადენი არასწორად შეაერთა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი მერობის დროს მოხდა ასეთი რამ, თან იმ ფონზე, რომ ეს მოხდა გახსნიდან მეორე დღეს. რაღაც რომ გვიხარია და რომ გვგონია, რეიტინგზე დადებითად იმოქმედებს, მაშინ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ თამამი. არაა ასე საქმე, რომ კალაძე, უგულავა ან სხვები თავის ჯიბიდან იღებდნენ სახსრებს, როცა სკვერებს და გზებს აკეთებენ. როცა გზებს აგებენ და სკვერებს აკეთებენ და მათ გახსნაზე ბოლომდე თავად იწერენ კრედიტს, რომ მათი დამსახურებაა და თითქოს ჩვენი გადასახადებიდან არ კეთდება ეს ყველაფერი, ასეთ ვითარებაში უნდა აიღონ ადეკვატური პასუხისმგებლობა. ამ ვითარებაში, როცა ჩვენ არაფერი ვიცით სარწმუნო, სწორი ნაბიჯი მისგან გადადგომაა, თუ არა – მაშინ უახლოეს დღეებში გვითხრას, რაშია საქმე და ვისი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა. შესაძლოა, ვინმე სხვისია, მაშინ ეს გვითხრას“ – განაცხადა უსუფაშვილმა.
წყარო: ptn.ge