“პანიკაში ჩავვარდი, დავიწყე ყვირილი” – ბავშვების გატაცების მცდელობა ბათუმში!? რას ჰყვება დედა, რომელიც საეჭვო ფაქტს შეესწრო.
საგანგებო გაფრთხილება არასრულწლოვნების მშობლებს. ბათუმსა და ხელვაჩაურში შუახნის მამაკცი არასრულწლოვნებს აშინებს. ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმის მშობლების ჯგუფში ვრცელება. ეს ამბავი ბათუმში თითქმის ყველამ იცის, თუმცა ამაზე საჯაროდ საუბრისგან ყველა თავს იკავებს. პირად საუბრებში კი ამბობენ, რომ ბათუმსა და ხელვაჩაურში ბავშვების დაშინებისა და მოტაცების მცდელობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.
არის თუ არა საფრთე რეალური? ჩვენ რამდენიმე მშობელს ვესაუბრეთ, თუმცა საჯაროდ საუბარი მხოლოდ ერთმა მშობელმა გადაწყვიტა, რომელიც პალიტრავიდეოსთან საუბარში ამბობს, რომ საკუთარი თვალით დაინახა უცხო მამაკაცი, რომელიც მის არასრულწლოვან შვილს მიუახლოვდა.
წყარო: itv.ge