ბულვარში მომხდარ ინციდენტზე, სადაც 19 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, შსს-მ 4 პირი დააკავა

ბულვარში მომხდარ ინციდენტზე, სადაც 19 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, შსს-მ 4 პირი დააკავა.

ბათუმში მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 4 პირი – ინფორმაციას batumelebi.netgazeti.ge ავრცელებს.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და სსკ-ის 236-ე მუხლებით.

წყაროს თქმით, ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან ახლოს, ერთ-ერთი რესტორნის წინ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 19 წლის კაცი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

გამოძიება გრძელდება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების მუხლებით.

წყარო: newsline.ge