ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ნეაპოლში დოკუმენტურ ფილმს იღებენ.
ქართული ზღაპარი მალე დოკუმენტურ ფილმად იქცევა – ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ნეაპოლში დოკუმენტურ ფილმს იღებენ, ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება.
– “ფილმის მიზანია ხვიჩას ნეაპოლური ცხოვრებისა და ადგილობრივ გულშმატკივრებთან ურთიერთობის ჩვენება. ქართველი ჟურნალისტი და კრეატიული დირექტორი სალომე ბეჟანიშვილი უკვე ნეაპოლში იმყოფება და გადაღებებს უძღვება” – წერს გამოცემა.
ცნობისთვის, კვარაცხელიამ ნაპოლის მაიუსრით მიმდინარე სეზონში 14 მატჩი გამართა, სადაც თავის გამოჩენა 7 გოლით და 6 საგოლე გადაცემით მოახერხა, გარდა ამისა, 21 წლის შემტევმა 3-ჯერ მოახერხა პენალტის მოპოვება.
წყარო: newsline.ge