უნგრეთის პრემიერმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, რუსეთის მიმართ სანქციების პოლიტიკას გადახედონ

არავინ გვეუბნება, როგორ ჩავანაცვლოთ რუსული გაზი, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

„მეუბნებიან, რომ რუსული გაზი ცუდია, რომ ყიდვა უნდა შევწყვიტოთ, მაგრამ არავინ გვეუბნება, როგორ ჩავანაცვლოთ რუსული გაზი – ხვალ და არა ხუთ წელიწადში. ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ჩვენი ეკონომიკა, ეს აშკარაა“, – აცხადებს ორბანი.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს მოუწოდა, 20-21 ოქტომბერს დაგეგმილ სამიტზე რუსეთის მიმართ სანქციების პოლიტიკას გადახედონ.