“ვკითხულობთ 400-ზე მეტი მოწმის ჩვენებას, რომლებიც ავღანეთში ამერიკული სამხედრო ძალების მხრიდან ჩადენილ სისასტიკეებს აღწერენ”

ავღანეთში ახალწვეულებს ამერიკელ გენერლებთან, ერთგვარი ტესტი უნდა ჩაებარებინათ და მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვით ერთგულება უნდა დაემტკიცებინათ.

ავღანეთის ომის დროს ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების დანაშაულებები მრავლად გვხვდება, რომლის დიდი ნაწილიც გასაიდუმლოებულია…

საჰაერო თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, აკრძალული იარაღის გამოყენება და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის მრავალი შემთხვევა მხოლოდ მცირე ნაწილია ამერიკული არმიის მთელი ისტორიის. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ აშშ-ს არმიას ავღანეთში ნატოს ქვეყნებიდან და ავსტრალიიდან დაქირავებული მებრძოლები ეხმარებოდნენ.

ავღანეთში სამხედრო ოპერაციების შესახებ საიდუმლო ანგარიშის მიხედვით, ავსტრალიელი ჯარისკაცები განზრახ ხოცავდნენ ფერმერებს და სამოქალაქო პირებს ავღანეთში, როგორც ინიციაციის რიტუალის ნაწილი, რომელიც ყველა ახალწვეულს უნდა გაევლო.
ახალწვეულებს ამერიკელ გენერლებთან, ერთგვარი ტესტი უნდა ჩაებარებინათ და მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვით ერთგულება უნდა დაემტკიცებინათ.

ანგარიში გამოქვეყნდა ოთხწლიანი გამოძიების შემდეგ, სადაც ვკითხულობთ 400-ზე მეტი მოწმის ჩვენებას, რომლებიც ავღანეთში ამერიკული სამხედრო ძალების მხრიდან ჩადენილ სისასტიკეებს აღწერენ.

მოხსენებაში მოცემულია მტკიცებულება, რომ ერთ-ერთმა ავსტრალიელმა ჯარისკაცმა მიწაზე დააგდო ადგილობრივ უიარაღო მკვიდრი და მას თავში ესროლა, მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობიანი მოქალაქე საერთოდ არ წარმოადგენდა საფრთხეს.

 

ირაკლი ჯანყარაშვილი