დუგინი ლუკაშენკოსთან შეხვედრისას: “მეექვსე კოლონა იძახის: ‘გაუმარჯოს პუტინს!’, მაგრამ საქმით საპირისპიროს აკეთებს!”

ტერორისტული აქტის შედეგად შვილმოკლული ალექსანდრ დუგინი მინსკში ჩავიდა, სადაც იგი პირადად პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მიიღო. 18 ოქტომბერს შედგა გულღია, საინტერესო საუბარი. ბელორუსიის ტელევიზია ამ შეხვედრის ამონარიდს ავრცელებს ინტერნეტში:

მე, მახსოვს, უხეშად ვიტყვი – ზოგიერთი, ასე ვთქვათ, ლიბერასტი, რუსეთში იცინოდა, როდესაც მე ვამბობდი, რომ მოვა დრო (ორი წლის წინ ვთქვი ეს), როდესაც მე და პუტინს მოგვიწევს, თავდაცვის მიზნით, მხარდამხარ, ერთად სროლა. … და დღეს რას ვხედავთ? სწორედ ამას ვხედავთ!” – განაცხადა ლუკაშენკომ.

ფილოსოფოსმა და გეოპოლიტიკოსმა დუგინმა კი, სხვათა შორის, თავის სიტყვაში აღნიშნა: “არის მეხუთე კოლონა, რომელიც ქუჩებში ყვირის – ‘ძირს პუტინი, ძირს ლუკაშენკო, ძირს ბელარუსია’ და ყველაფერი ასეთი, მაგრამ არის ასევე მეექვსე კოლონაც, რომელიც იძახის: ‘გაუმარჯოს პუტინს, ჩვენ მხარს ვუჭერთ პუტინს!’ – მაგრამ ისინი, საქმით საპირისპიროს აკეთებენ”.

ვიდეო: