ბერი ანდრიას (ერისკაცობაში ნუგზარ მილორავა) დედა, თინათინ ჩხვიმიანი “ღამის პრაიმთაიმში“ შვილის შვილის უკანასკნელ წუთებს იხსენებს.
“ჩემი შვილი იმქვეყნიურს ყველაფერს ხედავდა, მე ერთი მომენტი ვიფიქრე, რომ ამით ჩემი შვილი მამხნევებს, მაგრამ ბოლო ამოსუნთქვამდე, რომ ვეკითხებოდი, ხომ არ გეშინია, გაღიმებული მეუბნებოდა, არა დედა. აი ამ შეხვედრის მოლოდინის იმედი მე ძალიან მახარებს და იმქვეყნიური სამყარო ნამდვილად არსებობს“,- ამბობს ანდრიას დედა.
შეგახსენებთ, რომ 11 წლის წინ, 28 ივლისს, 17 წლის ასაკში აღესრულა ბერი ანდრია, რომელიც იშვიათ სენს ებრძოდა. ის უკვე საწოლს იყო მიჯაჭვული, როდესაც უწმინდესის კურთხევით ბერად აღკვეცეს.