თურქეთი რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის ლიდერებს შორის დიალოგის იმედს არ კარგავს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა 21 ოქტომბერს ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომლებიც მას თან ახლდნენ აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, იუწყება სააგენტო Anadolu.
ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მისი ბოლო საუბრის შედეგების შემდეგ, მას ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ რუსეთის ლიდერის პოზიცია უკრაინასთან დიალოგის საკითხზე რბილდება.
“უახლოეს დღეებში, [პუტინთან და ზელენსკისთან] სატელეფონო საუბრების შედეგების შემდეგ, ჩვენ გავიგებთ, რამდენად შორს შეგვიძლია წინსვლა. წინა დღეს მე ველაპარაკე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის. მის გამოსვლაში ვიგრძენი დაბრკოლების არარსებობა და მზადყოფნა ამ საკითხის გადასაჭრელად. მშვიდობის იმედს არ ვკარგავთ”, – განაცხადა ერდოღანმა.