შარლ მიშელი – ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ოჯახებისა და ბიზნესისთვის ენერგორესურსებზე ფასების ზრდის შეკავების მექანიზმზე იმუშაონ.
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ოჯახებისა და ბიზნესისთვის ენერგორესურსებზე ფასების ზრდის შეკავების მექანიზმზე იმუშაონ. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. ევროკავშირის სამიტზე ენერგეტიკული საკითხების განხილვა გვიან ღამემდე გრძელდებოდა.
„ევროპულმა საბჭომ მიაღწია შეთანხმებას ენერგეტიკაზე. ერთიანობამ და სოლიდარობამ გაიმარჯვა. შევთანხმდით, ვიმუშაოთ ზომებზე ოჯახებისა და ბიზნესისთვის ენერგორესურსების ფასების შესაკავებლად“, – დაწერა შარლ მიშელმა.
ამასთან, როგორც ევროპული საბჭოს შემაჯამებელ განცხადებაშია აღნიშნული,რუსეთის მიერ ენერგეტიკის იარაღად გამოყენების პირობებში, ევროკავშირი ერთიანი დარჩება თავისი მოქალაქეებისა და ბიზნესის დასაცავად და სასწრაფო წესით მიიღებს აუცილებელ ზომებს.
– “ევროპული საბჭო შეთანხმდა, რომ მიმდინარე კრიზისის ფონზე, უნდა დაჩქარდეს და გაძლიერდეს ძალისხმევა მოთხოვნის შესამცირებლად, მარაგების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ნორმირების თავიდან ასაცილებლად და ოჯახებისა და ბიზნესისთვის ენერგორესურსების ფასების შესამცირებლად, ასევე უნდა იქნას დაცული ერთიანი ბაზრის მთლიანობა” – ნათქვამია ევროპული საბჭოს შემაჯამებელ განცხადებაში.
საბჭო მოუწოდებს საბჭოს წევრებსა და ევროკომისიას, სასწრაფოდ წარადგინოს კონკრეტული გადაწყვეტილებები დამატებით ზომებთან დაკავშირებით, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გაზის ერთობლივი შესყიდვა; გაზის შეძენის დროებითი დინამიური საფასო დერეფანი, რათა შეიზღუდოს გაზის ზედმეტად მაღალი ფასის შემთხვევები; ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირების გაუმჯობესება; ენერგიის განახლებული წყაროების გამოყენების დასაჩქარებლად პროცედურების გამარტივება; გაზის მიწოდების შეფერხების შემთხვევაში ენერგეტიკული სოლიდარობის ზომები ეროვნულ, რეგიონულ და კავშირი დონეზე.
ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები აღნიშნულ ზომების განსახილველად მომავალ კვირაში აპირებენ შეკრებას.
https://twitter.com/CharlesMichel/status/1583273050493300736
წყარო: 1tv.ge