აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინსა და რუსეთის თავდაცვის საქმეთა მინისტრ სერგეი შოიგუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. რუსეთისა და აშშ-ის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელების ეს მეორე საუბარია უყრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაწყების შემდეგ. პირველი მოლაპარაკებები მათ შორის მაისში გაიმართა.
პენტაგონის ცნობით, შოიგუსთან სატელეფონო საუბრისას ლოიდ ოსტინმა ხაზი გაუსვა კომუნიკაციის ხაზების შენარჩუნების მნიშვნელობას უყრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის პირობებში.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, რომ შოიგუმ და ოსტინმა განიხილეს საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალური საკითხები, მათ შორის უყრაინაში შექმნილი ვითარება.