“ნეტავ იცოდეთ, რამდენს ნიშნავს ეს ყველაფერი” – რა ემოციურ მიმართვას აქვეყნებს ნიკოლოზ რაჭველი

“ნეტავ იცოდეთ, რამდენს ნიშნავს ეს ყველაფერი” – რა ემოციურ მიმართვას აქვეყნებს ნიკოლოზ რაჭველი.

კომპოზიტორი, ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს.

– “ფოტო საგრიმიოროში … 4 საათიანი რეპეტიციის და 2 საათიანი კონცერტის შემდეგ … ამ დროს გონებით ვიცი, რომ დაღლილი უნდა ვიყო, მაგრამ სინამდვილეში მგონია, რომ ახლა იგივეს მეორედაც შევძლებ …

დიდი მადლობა ყველას, სულ ყველას, ვინც გაიზიარა და იზიარებს ჩვენს მუსიკას, სათქმელს და უზარმაზარ სითბოს გვიგზავნის დარბაზიდან სცენაზე … ნეტავ ყველამ იცოდეთ, რამდენს ნიშნავს და როგორი ძვირფასია ეს ყველაფერი” – წერს ნიკოლოზ რაჭველი.

წყარო: itv.ge