ვარძიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მთის ფერდობიდან ქვები ჩამოცვივდა.
ვარძიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე ქვათა ცვენა დაიწყო – ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ვარძიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, პერიმეტრზე შესასვლელ შლაგბაუმთან, მთის ფერდობზე დაიწყო ქვათა ცვენა. ეს არის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ვარძიის სამონასტრო კომპლექსისგან მოშორებით. მომხდარის შედეგად ძეგლს საფრთხე არ დამუქრებია” – აღნიშნულია ინფორმაციაში.
წყარო: ptn.ge