წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებმა წარადგინეს კანონპროექტი, რომლის თანახმადაც სექსუალურობაზე ორიენტირებული საბავშვო ღონისძიებების დაფინანსება აიკრძალება!
წარმომადგენელთა პალატაში დაახლოებით 30-მდე რესპუბლიკელმა წარადგინა ახალი კანონპროექტი, რომელიც რადიკალური გენდერული იდეოლგიის პროგრამების, როგორიცაა, მცირეწლოვანი ბავშვებისთვის განკუთვნილი ტრანსვესტიტების შოუები, ფედერალურ დაფინანსებას აკრძალავს.
Fox News-ის თანახმად, კანონპროექტი, სახელწოდებით, „შეწყვიტეთ ბავშვების სექსუალიზაცია“, წარდგენილ იქნა რესპუბლიკელ კონგრესმენ მაიკ ჯონსონის მიერ, რომელმაც განაცხადა, რომ „ეს საღი აზრის გამომხატველი კანონპროექტი საკმაოდ პირდაპირ და მკაფიოდ ამბობს სათქმელს. ფედერალური გადასახადის არცერთი დოლარი არ უნდა შევიდეს ფედერალურ, სახელმწიფო ან ადგილობრივ სააგენტოებში ან კერძო ორგანიზაციებში, რომელიც წინასწარგანზრახულად 10 წლისა და უმცროსი ასაკის ბავშვების სექსუალური ხასიათის მასალებით უზრუნველყოფისთვის იქნება განკუთვნილი“.
მარტში ფლორიდას შტატის გუბერნატორმა რონ დე სანტისმა მიიღო ანალოგიური ტიპის კანონპროექტი – „მშობლების უფლებები ბავშვთა განათლების მიღებაში“, რომლის თანახმადაც სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის სწავლება სკოლამდელი აღსაზრდელებისა და ასევე, მე-3 კლასის ჩათვლით სკოლის მოსწავლეებისთვის მთელი შტატის მასშტაბით იკრძალება. უფროსკლასელთათვის კი ასეთ თემებზე საუბარი მათი ასაკისთვის შესაბამისი ფორმით უნდა მოხდეს.
რესპუბლიკელების წარმომადგენელთა პალატის კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტმა ჯონსონმა განაცხადა, რომ „დემოკრატიული პარტია და მათი კულტურული მოკავშირეები ცდილობენ, რომ ახალგაზრდა თაობას თავს მოახვიონ რადიკალური გენდერული იდეოლოგია“.
ჯონსონმა მაგალითის სახით მოიყვანა შემთხვევები, როცა თავდაცვის დეპარტამენტმა სამხედრო ბაზებზე გამართული ტრანსვესტიტების შოუები დააფინანსა.
რესპუბლიკელი კონგრესმენის ოფისმა განაცხადა, რომ „ჯანდაცვისა და თავდაცვის დეპარტამენტების დაფინანსება ჩვენი ქვეყნის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას უნდა მოხმარდეს და არა ბავშვებისთვის უხამსი სანახაობების გამართვას“.
წყარო: newposts.ge