დიდი ბრიტანეთის სკოლების ტრანსგენდერულ სახელმძღვანელოებში ნათქვამია, რომ ქალთა უფლებების განხილვა შესაძლოა შეურაცხმყოფელ ქმედებად იქნას მიჩნეული.
გასულ წელს დიდ ბრიტანეთში ანალიტიკური ცენტრის საგადასახადო ექსპერტმა მაია ფორსტატერმა, რომელმაც მას შემდეგ დაკარგა სამსახური, რაც განაცხადა, რომ ადამიანებს თავიანთი ბიოლოგიური სქესის შეცვლა არ შეუძლიათ, დასაქმების ტრიბუნალის წინააღმდეგ სააპელაციო სარჩელი მოიგო. უმაღლესი სასამართლოს მოსამართლემ დაადგინა, რომ გენდერთან დაკავშირებით ფორსტატერის კრიტიკული შეხედულებები თანასწორობის კანონის ფარგლებს არ ცდებოდა.
NEU-ის ტრანსგენდრული და არაორობითი ქსელის მიერ შემოთავაზებული ტრანსფობიის განმარტება განსახილველად კავშირის ეროვნულ აღმასრულებელ კომიტეტს წარედგინა, აცხადებს NEU-ის წარმომადგენელი.
ეს მას შემდეგ ხდება, რაც განათლების დეპარტამენტი სკოლებისთვის განკუთვნილ ტრანსგენდერულ სახელმძღვანელოზე მუშაობას ასრულებს, რომლის თანახმადაც სკოლებში შესაძლოა გენდერულად ნეიტრალური საპირფარეშოებისა და გამოსაცვლელი ოთახების მოწყობა მოითხოვონ.
სკოლებს ასევე გააფრთხილებენ, მისცენ თუ არა ტრანსგენდერ ბავშვებს სკოლის ფორმის მათი სურვილისამებრ შერჩევის უფლება.
გამოცემა The Times-ი იტყობინება, რომ განათლების დეპარტამენტის წარმომადგენელი სკოლებს წაახალისებს ტრანსგენდერი მოსწავლეების მიღებასთან დაკავშირებით, რაც მშობლების ჯგუფებში დიდ აღშფოთებას იწვევს, რადგან აღნიშნულის ფარგლებში ბავშვების უსაფრთხოების დაცვა შესაძლოა პრიორიტეტული აღარ იყოს.
განათლების დეპარტამენტის სპიკერმა ახალი ტრანსგენდერული რეკომენდაციების შინაარსთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, რომლის გამოქვეყნებაც წლის ბოლოსთვის იგეგმება.
მან თქვა – “ჩვენ ვაღიარებთ, რომ ეს შესაძლოა ძალიან რთული და მგრძნობიარე თემა იყოს სკოლებისთვის. სწორედ ამიტომ განათლების დეპარტამენტი განაგრძობს მუშაობას იმ მიმართულებით, რომ რეკომენდაციები ყველასთვის შეძლებისდაგვარად გასაგებ ენაზე იქნას წარმოდგენილი”.
წყარო: itv.ge