ილონ მასკი და თეთრი სახლი ირანში Starlink-ის ამოქმედების საკითხს განიხილავენ

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბიზნესმენ ილონ მასკთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რათა მან ირანში  Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტის სისტემა აამოქმედოს. ამის შესახებ CNN იუწყება.

ირანში Starlink-ის სისტემის განთავსება ვაშინგტონმა იმის გამო გადაწყვიტა, რომ ირანის ხელისუფლება ხშირად მოსახლეობას ინტერნეტთან წვდომას უზღუდავს. აშშ კი ირანში საპროტესტო მოძრაობის მხარდაჭერის გზებს ეძებს.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ირანელი ხალხის სულისკვეთებას მხარი დავუჭიროთ“, – განუცხადა CNN-ს ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა

ირანში უკვე ერთ თვეზე მეტია ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომლებიც 22 წლის ქალის დაღუპვამ გამოიწვია. საპროტესტო აქციების დროს 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.