მაკრონი – “ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების დაწყების მომენტი უკრაინამ უნდა განსაზღვროს”…

ემანუელ მაკრონი – ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების დაწყების მომენტი უკრაინამ უნდა განსაზღვროს.

French President Emmanuel Macron listens to Russian President Vladimir Putin during a joint press conference after their talks Monday, Feb. 7, 2022 in Moscow. International efforts to defuse the standoff over Ukraine intensified with French President Emmanuel Macron holding talks in Moscow and German Chancellor Olaf Scholz in Washington to coordinate policies as fears of a Russian invasion mount. (AP Photo/Thibault Camus, Pool)

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების დაწყების მომენტი უკრაინამ უნდა განსაზღვროს.

კითხვაზე, თუ რა შეიძლება გააკეთონ ევროპელმა პარტნიორებმა უკრაინის ომის დასასრულებლად, საფრანგეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს ყველაზე რთული კითხვაა.

– “ჩვენ უკრაინაში არ ვომობთ. მხარს ვუჭერთ უკრაინას. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ვატარებთ. თუმცა ამ ომში არ ვმონაწილეობთ, ამიტომ, ჩვენს შესაძლებლობებში არაა მისი გაჩერება, ვინაიდან ჩვენ ამ კონფლიქტის მხარე არ ვართ” – განაცხადა მაკრონმა.

ემანუელ მაკრონმა ასევე დაასახელა სამი პუნქტი, რომლებიც ქვეყნებმა უნდა დაიცვან:

– “პირველი პუნქტი – უკრაინის წინააღმდეგობისა და სამხედრო ძალისხმევის მხარდაჭერის გაგრძელება და სანქციების გაგრძელება. მეორე პუნქტი – გავარგძელოთ საუბარი უკრაინის ხელისუფლებასთანაც და რუსეთის ხელისუფლებასთანაც, რადგან რაღაც მომენტში ჩვენ მოგვიწევს, დავუბრუნდეთ მაგიდას. მესამე პუნქტი – ვეცადოთ, თვალი ვადევნოთ მომენტს, რომელიც მისაღები იქნება, რომ მაგიდას დავუბრუნდეთ და დისკუსია განვაახლოთ”.

წყარო: ptn.ge