როგორ ავიცილოთ თავიდან ხერხემლის პრობლემები და კერძოდ ყველასათვის კარგად ნაცნობი “ოსტეოქონდროზი”!?

როგორ ავიცილოთ თავიდან ხერხემლის პრობლემები/დაავადებები და კერძოდ ყველასათვის კარგად ნაცნობი “ოსტეოქონდროზი” და სხვა უსიამოვნო შეგრძნებები!?…

ადამიანის მთავარი დასაყრდენი და მამოძრავებელი არის ადამიანის ხერხემალი და ჩვენ ადამიანებს ორ ფეხზე სიარულის შესაძლებლობა რომ მოგვეცა, ამის საფასურს ჩვენი ხერხემლის დაავადებების ფასით ვიხდით. მათ შორის 80%-ზე მეტი, თითქმის ყველასათვის ცნობილ ხერხემლისა და კისრის მიდამოების ოსტეოქონდროზზე მოდის.

? რა არის და რა იწვევს ოსტეოქონდროზს!?

ჩვენი ხერხემალი გამუდმებით უზარმაზარ ფიზიკურ დატვირთვებს უძლებს – ის ფაქტიურად მთელ სხეულს აკავებს და იჭერს, იცავს ზურგის ტვინს, მოძრაობის, სიმძიმის აწევისა და წონასწორობის შენარჩუნების შესაძლებლობით, ის ამ ყველაფერს უზრუნველგვყოფს.

მთელი ეს უზარმაზარი დატვირთვა კი 24 მალაზე და სხვა, შედარებით პატარა ძვლებზე მოდის, რომელთაგანაც ხერხემალი შედგება. ისინი ერთმანეთთან შეერთებულია განსაკუთრებული ელასტიური შუასადებით, ანუ ხრტილოვანი დისკებით. ასეთი აგებულების წყალობით, მალებს ერთმანეთთან ურთიერთზემოქმედება შეუძლიათ, მაგრამ ერთმანეთს არ ეხებიან. შედეგად, ჩვენ აქტიურად ვმოძრაობთ და არანაირ ტკივილს არ განვიცდით.
თუ ზურგში ან კისრის არეში ტკივილი დაგვეწყოთ, ამის მიზეზი ოსტეოქონდროზის ნიშნებია – მალებსშუა დისკების ანთებითი პროცესები, ან სხვა სახის ფიზკური დაზიანებები.

? რა იწვევს ოსტეოქონდროზს?

– ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და არასწორი კვება. თუ ორგანიზმი არასაკმარისი რაოდენობით იღებს კალციუმსა და ფოსფორს, ცილასა და ამინომჟავებს, მაშინ ძვლები და სახსრები ნაკლებად გამძლე და ნაკლებად მოძრავი ხდება. ყურადღება მიაქციეთ, ოსტეოქონდროზის განვითარების მიზეზი ხშირად ჭარბი წონაც შეიძლება იყოს, კვების არასწორი რეჟიმი, ნივთიერებათა შენელებული ცვლა, ორგანიზმის ინტოქსიკაცია, ასევე სხვადასხვა ინფექციური დაავადებებიც კი.

– ცხოვრების მჯდომარე წესი, ხერხემლის სხვდასხვა მიკრო ტრავმები, ინტენსიური და არასწორი სპორტული ვარჯიშები, სამუშაო, რომელიც სიმძიმის აწევას ითხოვს, ასევე მონოტონური მჯდომარე რეჟიმი / ერთ პოზაში დიდხანს ყოფნა, ნერვული სტრესები და გადაძაბვები, თამბაქოს მოწევა, სპირტიანი სასმელების დიდი დოზით მიღება, მოუხერხებელი ფეხსაცმელი და სხვა მრავალი რამ, რაც ერთი შეხედვით, თითქოს უმნიშვნელო და წვრილმანი დეტალებია, მაგრამ ისინი ერთობლიობაში ზემოქმედებენ ორგანიზმზე და კონკრეტულად ხერხემალზეც!

– მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა ოსტეოქონდროზისადმი! ავადმყოფობა შეიძლება განვითარდეს, მაგალითად, სუსტი ფიზიკური განვითარების პირებს, სქოლიოზის, ბრტყელტერფიანობისა და ზოგადად ტერფების სხვა დაავადებების დროსაც.

? დაავადების სახეობები – განასხვავებენ კისრის, მკერდისა და წელის ოსტეოქონდროზს:

კისრის ოსტეოქონდროზს ოფისის თანამშრომლების დაავადებას უწოდებენ. მჯდომარე ცხოვრების წესი ხერხემლის კისრის განყოფილების მუდმივ დაძაბვას იწვევს. დამახასიათებელი სიმპტომებია: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი (უმრავლეს შემთხვევებში რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი წამალები ვერ აყუჩებენ), ტკივილი კისრიდან ხელის თითებამდე, ხელების პერიოდული და ხანგრძლივი დაბუჟება, ხელებში ჩხვლეტის შეგრძნენა, ყურებში ხმაური, მხედველობის გაუარესება, ყლაპვის გაძნელება და სხვადასხვა არასასიამოვნო სიმპტომები.

მკერდის ოსტეოქონდროზი იშვიათად გვხვდება, ვინაიდან ხერხემლის ეს ნაწილი ნაკლებმოძრავია. სიმპტომები: მკერდში ტკივილი (რომელიც გულის ტკივილისგან განსხვავებით, რამდენიმე დღე გრძელდება), დაბუჟების შეგრძნება, მკერდის ან კუჭის მიდამოში და ასევე სხვა ორგანოებში ტკივილის გადაცემის ეფექტი.

ქვედა წელის ოსტეოქონდროზი კი ყველაზე მეტად გავრცელებულია, ვინაიდან სხეულის დახრის, გამართვისა და სიმძიმის გადატანისას წელი თავის თავზე იღებს ძირითად დატვირთვას. სწორედ წელში ჩნდება ყველაზე ხშირად მალებშუა თიაქარი. სიმპტომები: მღრღნელი და უმეტეს შემთხვევებში გაუსაძლისი ტკივილი, რომელიც ზოგჯერ უეცარი და უხერხული მოძრაობის შედეგად, ან რაიმე სიმძიმის აწევის დროს მოულოდნელად ჩნდება.

? დახმარება ოსტეოქონდროზის შეტევის დროს:

ოსტეოქონდროზი – უმეტესწილად ქრონიკული დაავადებაა, რომელიც პერიოდული გამწვავებებითა და რემისიებით (მიყუჩებით) მიმდინარეობს. დაავადების გამწვავების პროვოცირება შეუძლია გარკვეული ფიზიკური დატვირთვას, კლიმატის ცვლილების და სხვა გარემო პირობების გამო წარმოიქმნას.

? მწვავე შეტევა უმჯობესია მწოლიარე რეჟიმში გადაიტანოთ, ვინაიდან ასეთ პოზაში მალებშუა დისკები ნაკლებად დატვირთულია სხეულის წონის დაწოლისგან.

? ანთების ზონაში წარმოქმნილი შეშუპების დასაცხრობად, და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, 5/10 დღე მიიღეთ ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მაგალითად დღეში ერთხელ მედიაკნენტი “ქსეფოკამი” და ძილის წინ კი კუნთების მოსადუნებელი საშუალება “როტალუდი”.

კისრის ოსტეოქონდროზის ძლიერი გამწვავების პერიოდში რეკომენდებულია, კისრის მოძრაობის შემზღუდი საყელოს, ხოლო წელის ოსტეოქონდროზის დროს, სპეციალური წელის კორსეტის ტარება.

? ზოგადი მკურნალობა:

საკვები დიეტა და რაციონალური კვება ხერხემლის მკურნალობაში, ძალიან დიდ როლს ასრულებს. თქვენს რაციონში შეძლებისდაგვარად და დიდწილად უნდა იყოს წარმოდგენილი შემდეგი პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ:

– კალციუმს – (რძის პროდუქტები, ყველი, კვერცხი, თევზი, ყვავილოვანი კომბოსტო)

– ფოსფორს – (ბარდა, ყვავილოვანი კომბოსტო, სოია, თევზი, ზღვის პროდუქტები)

– მაგნიუმს – (მზესუმზირის თესლები, თხილეული, ავოკადო, წიწიბურა, ლობიო, კიტრი, ბადრიჯანი)

– “ი” ჯგუფის ვიტამინებს – (კვერცხი, თევზი, სოკო, სიმინდი, ფორთოხალი, ბანანი)

– ცილებს – (ხორცი, პარკოსნები, კვერცხი, რძე, სოკო და ასე შემდეგ).

აუცილებლად შეზღუდეთ მარილის ჭარბი მოხმარების რაოდენობა, და დღეში დანაწევრებულად და ხშირად (5/6-ჯერ) იკვებეთ პატარა პორციბით.

? პროფილაქტიკა:

ნუ გადატვირთავთ ხერხემალს, მოერიდეთ ფიზიკურ დაცემას (უმნიშვნელო და უხერხულმა დაცემამაც კი შესაძლოა გამოიწვიოს მიკრო ტრავმა და ასევე იქონიოს ხერხემალზე ზოგადი შოკური ეფექტი!). ჯდომის დროს, შეძლებისდაგვარად ზურგი სწორად დაიჭირეთ, ან სკამის საზურგეს მიეყრდენით, რათა ნაწილობრივ მაინც გადანაწილდეს დაწოლის სიმძიმე (ასევე გაითვალისინეთ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ააქვს იმ სკამს ან სკამებს, რაზედაც თქვენ ზიხართ!); დგომის დროს ფეხებს მონაცვლეობით დაეყრდენით; დატვირთვა თანაბრად გაანაწილეთ, ჩანთას და სიმძიმეს ერთ ხელში ნუ დაიჭერთ; აუცილებლად ჩაიცვით თქვენთვის მოხერხებული ფეხსაცმელი; ქალებმა ეცადეთ, რომ მაღალ ქუსლებზე ხშირად არ იაროთ (მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევებში!); მიიღეთ გრილი და თბილი კონტრასტული შხაპი, ზოგადად გამოაწრთეთ თქვენი ორგანიზმი; თავს ნუ გადაიციებთ და ნუ გადაიხურებთ, ასევე მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს; სწორად და ზომიერად იკვებეთ; ნუ მოსწევთ და ნუ მიღებთ უნორმოდ სპირტიან სასმელებს!

ასევე ძალიან სასარგებლოა ცურვა, სამკურნალო ვარჯიშების გაკეთება (სპეციალისტის ზედამხედველობით) და ბუნებაში სუფთა ჰაერზე გასვლა და სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება.

? ამ ყველაფერს თუ ზედმიწევნით და სწორად შეასრულებთ, გვერწმუნეთ, რომ თქვენ დაგავიწყდებათ ხერხემლის პრობლემები და არა მხოლოდ ხერხემლის, თქვენ მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესდებათ ორგანიზმის ზოგადი ჯანმრთელობაც!…

გისურვებთ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს!!!…

მასალის წყარო: ჯანმრთელობისა და სილამაზის მხარდაჭერის ონლაინ ცენტრი