რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ შვედეთის ახალ პრემიერ-მინისტრს ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის და ანკარის მიერ ტერორისტებად მიჩნეული პირების ექტსრადირების საკითხის განსახილველად შეხვდება.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ შვედეთის ახალ პრემიერ-მინისტრს ულფ კრისტერსონს შეხვდება ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის, ასევე ანკარის მიერ ტერორისტებად მიჩნეული პირების ექტსრადირების საკითხის განსახილველად. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
როგორც ერდოღანმა განაცხადა, კრისტერსონმა, რომელმაც პრემიერ-მინისტრის პოსტი ორშაბათს დაიკავა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მხარეს დადგა.
– “მან გააკეთა განცხადებები, როგორიცაა „ჩვენ არ უნდა შევიფაროთ ტერორიზმი და ტერორისტები“. რა თქმა უნდა, დაგეგმილ შეხვედრაზე ჩვენ უნდა შევამოწმოთ მათი გულწრფელობა ამ საკითხზე” – განაცხადა თურქეთის ლიდერმა აზერბაიჯანიდან ანკარაში დაბრუნების შემდეგ თურქულ მედიასთან საუბარში.
შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი მაისში უკრაინაში რუსეთის ინტერევენციის საპასუხოდ შეიტანეს, თუმცა თურქეთი სკანდინავიური ქვეყნების ალიანსში გაწერვაინებას ეწინააღდეგებოდა იმ მოტივით, რომ ისინი ანკარას მიერ ტერორისტებად მიჩნეულ პირებს მფარველობენ. თურქეთს და ორ სკანდინავიურ ქვეყანას შორის სამმხრივი შეთანხმება მადრიდის სამიტზე შედგა. თუმცა ერდორანი აცხადებს, რომ თურქეთის პარლამენტი ფინეთის და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადების რატიფიცირებას მხარს არ დაუჭერს, თუ ეს ქვეყნები ანკარას არ გადასცემენ იმ პირებს, რომელთა ექსტრადირებასაც თურქეთის ხელისუფლება ითხოვს.
როგორც შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტორმმა განაცხადა, შვედეთის ახალი მთავრობა გააგრძელებს სამმხრივი შეთანხმების შესრულებას. მისი თქმით, შვედეთს სჯერა, რომ თურქეთის პარლამენტი ფინეთის და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადების რატიფიცირებას მოახდენს.
– “სხვა საკითხებთან ერთად, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება პრიორიტეტი შვედეთისთვის ნატო-ში გაწევრიანებამდე და გაწევრიანების შემდეგ” – აღნიშნა ბილსტორმმა.
წყარო: 1tv.ge