ილჰამ ალიევი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. მას თბილისის საერთასორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი დახვდა.

ილჰამ ალიევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს.

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

„შატო მუხრანში” საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ილჰამ ალიევი თბილისში ბოლოს 2015 წელს, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს იყო.