კინოსტუდიის ტერიტორიიდან 70-ამდე კომპანია გავიყვანეთ და დავიწყეთ 4 ჰექტრამდე ტერიტორიის რეაბილიტაცია

თეა წულუკიანი – კინოსტუდიის ტერიტორიიდან 70-ამდე კომპანია გავიყვანეთ და დავიწყეთ 4 ჰექტრამდე ტერიტორიის რეაბილიტაცია.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, დაწყებულია აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კინოსტუდიის ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

– “დიახ, როგორც მოსალოდნელი იყო ხმაური და კრიტიკაც, მაგრამ ამ კრიტიკის ფონზე, კინოსტუდიის ტერიტორიიდან 70-ამდე კომპანია გავიყვანეთ და დავიწყეთ 4 ჰექტრამდე ტერიტორიის რეაბილიტაცია. აღნიშნული კინოსტუდიის გადარჩენა ძალიან დიდი განაცხადია ქართული კინოს ისტორიაში, რადგან მისი უნიკალური ისტორია 1920-იან წლებიდან იღებს სათავეს. სამინისტროს მიზანია ორი პავილიონის გადარჩენა, რომელიც თითქმის ჩამოქცევის პირამდეა მიყვანილი” – აღნიშნავს თეა წულუკიანი.

კინოსტუდიის ერთ-ერთი შენობა მალე გაიხსნება და მასში განთავსდება ცნობილი ფოტოგრაფის იური მეჩითოვის სტუდია. ასევე, სტუდიის ტერიტორიაზე გამოიყოფა სივრცე სამხატვრო აკადემიის პროექტისთვის “ლურჯი სუფრა”, რომლისთვისაც მოეწყობა გამოფენა-გაყიდვის სივრცეც.

მინისტრის განცხადებით, ამ შენობაში, რომლის რეაბილიტაციაც ეტაპობრივად დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე, შეიქმნება და აღიჭურვება მულტიფუნქციური სტუდია. ასევე, მოეწყობა კლუბური სტილის კინოდარბაზი კინოჩვენებებისა და დისკუსიებისთვის.

წყარო: mcm.ge