უყრაინის ცნობით, რუსეთმა ხერსონში დამატებითი სამხედრო შენაერთები შეიყვანა

უყრაინული ეტევის პასუხად, რუსეთმა ხერსონში დამატებითი სამხედრო შენაერთები შეიყვანა, რათა ქალაქი უკეთ დაიცვას – ამის შესახებ, ინფორმაციას, უყრაინული მხარე ავრცელებს.

გენერალი კირილო ბუდანოვის თქმით, კრემლს ერთის მხრივ სრულად აცარიელებს ტერიტორიას – გაყავს ხალხი და ადგილობრივი პრორუსული ადმინისტრაცია, გააქვს ფინანსური აქტივები, რითიც ილუზიას ქმნის, რადგანაც ამატებს სამხედრო პერსონალს, ქალაქის უკეთ დასაცავად.

“მათ კარგად ესმით, რომ თუკი ჩვენ მოვახერხეთ და კახოვკას მაინც ავიღეთ, მათ გადაწყვეტილების მიღება ძალიან სწრაფად მოუწევთ. ისინი ძალიან, ძალიან სწრაფად დატოვებენ ქალაქს, ან დიდი რისკის ქვეშ იქნებიან, რომ ზუსტად ისეთ სიტუაციაში აღმოჩდნენ, როგორც ეს მარიუპოლში მოხდა ჩვენი შენაერთების შემთხვევაში,” – განაცხადა ბუდანოვი.

უკრაინელ გენერალს ასევე ნაკლებად წარმოუდგენია, რომ რუსებმა კახოვკას წყალსაცავი სრულად გაანადგურონ, რადგანაც, ასეთ შემთხვევაში საფრთხე შეექმნება ხერსონის რეგიონს, ხოლო  ყირიმსა და ზაპოროჟიეს წყლის მიწოდება შეუწყდება.