ძლიერმა წვიმამ აჭარაში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა აჭარაში. მახინჯაურში მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და ცენტრალური ქუჩა დაიტბორა.

საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში იყო პარალიზებული, საცობი ბათუმიდან იწყებოდა. ვიცე-მერის, ლევან დავითაძის განცხადებით, მოსახლეობა არ დაზარალებულა.