“გილოცავ დაბადების დღეს დუ, ორივე ცოცხლები ვართ ამ ფოტოში“ – მაია ასათიანის ქალიშვილი 24 წლის გახდებოდა

ტელეწამყვანი, მაია ასათიანის ქალიშვილი, ნუცა მახვილაძე იუბილარია, ის დღეს 24 წლის გახდებოდა, – ამის შესახებ ტელეწამყვანი “ინსტაგრამზე” წერს.

“გილოცავ დაბადების დღეს დუ, ორივე ცოცხლები ვართ ამ ფოტოში“, – წერს მაია ასათიანი.

შეგახსენებთ, მაია ასათიანის შვილი ნუცა მახვილაძე 18 წლის ასაკში, საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში დაიღუპა.