მძიმე სენით, სიმსივნის გამო გარდაცვლილი ალექსის დედა ნატალი ღვედაშვილი საკუთარ ისტორიაზე საუბრობს როგორც ის აღნიშნავს, მომხდარის შემდეგ გადარჩენა შეძლო და იმავეს თქმა სურს სხვებისთვისაც.
“მე ვარ ნატალი ღვედაშვილი, ალექსის დედა. ის არის ბავშვი, რომელიც მძიმე დაავადების, სიმსივნის შემდეგ გაფრინდა და ანგელოზად გადაიქცა. ჩვეულებრივად ვცხოვრობდით და წლინახევრის ასაკში დაგვტოვა. შემთხვევით აღმოვაჩინეთ მისი ეს დიაგნოზი. 8 თვე ვიცხოვრეთ კლინიკაში და თითქოს მასთან ერთად მეც ვმკურნალობდი. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ჯოჯოხეთში ნამყოფი ვარ და იქიდან ამოსული.
მჯეროდა, რომ ეს ბრძოლა ბოლომდე უნდა მისულიყო, გადარჩებოდა და ეშველებოდა. მითხრეს, რომ შანსი არ იყო და საქართველოში უნდა წამომეყვანა. მე ამის გაგება და მიღება არ მინდოდა. საკუთარი შვილის ტკივილებს როდესაც უყურებ, არ ვიცი საერთოდ როგორ გადავრჩი და ადეკვატური როგორ ვარ. ერთი თვე ფიზიკურად ფეხზე ვერ დავდიოდი, მეტყველება და მოძრაობა მიჭირდა. როგორღაც გადავრჩი და სხვა ადამიანებსაც მინდა ვუთხრა, რომ გადარჩენა ყოველთვის შეიძლება”, – აღნიშნა ნატალი ღვედაშვილმა.