ცაგერის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული “ლეჩხუმობა – 2022” გაიმართა.
ცაგერის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ლეჩხუმობა – 2022“ გაიმართა. ღონისძიება 22 ოქტომბერს გაიმართა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე მაჟორიტარ დეპუტატთან, გოჩა ენუქიძესთან, მოადგილეებთან ქრისტინე კობახიძესთან და ლევან ზალკალიანთან, აგრეთვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
ლეჩხუმობას მასპინლობდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი მოადგილეებთან ერთად, ლეჩხუმის საზოგადოება.
ზეიმი ბარდნალაში, ლადო ასთიანის სახლ-მუზეუმში დაიწყო, მწერლის 105 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებით.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ლეჩხუმურ ეთნოგრაფიულ გამოფენას, ფოლკლორს, დაეგემოვნებინათ ადგილობრივი ღვინოები და სამზარეულო.
– “ლეჩხუმობა – 2022″ ტრადიციულ დღესასწაულზე ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების მიერ მოხდა საპატიო ლეჩხუმელების გამოვლენა მათთვის წოდების მინიჭება და დაჯილდოება.
ღონისძიებას ესწრებოდა და ერთ-ერთ საპატიო ლეჩხუმელად დასახელდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი.
საზეიმო ღონისძიებაზე, „მწვანე თეატრზე” პედაგოგ ლალი ჩიქოვანის სახელობის სტიპენდია, რომელიც ოჯახმა დააწესა, პირველად გადაეცა გიმნაზიის ყოფილ მოსწავლეს ნათია ჩაკვეტაძეს, სტიპენდია გადასცა პედაგოგის შვილმა ალექსანდრე კოპალიანმა. კონცერტში მონაწილეობდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების ფოლკლორული ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები.
ღონისძიება გალა კონცერტით, ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით დასრულდა.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
წყარო: newposts.ge