რუსეთმა აშშ ბირთვული წვრთნების დაწყების შესახებ გააფრთხილა

რუსეთის ფედერაციამ აშშ-ს ყოველწლიური ბირთვული წვრთნების დაწყების შესახებ აცნობა. ამის  შესახებ CBS News წერს.

აღნიშნულია, რომ რუსული ბირთვული წვრთნები „გრომი“ ჩვეულებრივ მოიცავს სტრატეგიული ბირთვული ძალების ფართომასშტაბიან მანევრებს, მათ შორის საბრძოლო რაკეტების გაშვებას.

„რუსეთი ასრულებს თავის ვალდებულებებს შეიარაღების კონტროლის და გამჭვირვალობის ვალდებულებებს ამ კომუნიკაციების მიწოდებით“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა, ბრიგადის გენერალმა, პატრიკ რაიდერმა ბრიფინგზე.