“სულ უფრო გადაუდებელი ხდება უკრაინის დესატანიზაციის განხორციელება” – რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე

მე მჯერა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაგრძელებით, სულ უფრო და უფრო გადაუდებელი ხდება უკრაინის დესატანიზაციის განხორციელება, ან, როგორც ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა თქვა, მისი „სრული დესატანიზაცია”, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწემ ალექსეი პავლოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში სექტების ზუსტი რაოდენობა უცნობია, მაგრამ მათი რიცხვი ასობითაა.

პავლოვმა აღნიშნა, რომ „სატანას ეკლესია”, რომელიც მთელ უკრაინაში გავრცელდა, არის ერთ-ერთი რელიგია, რომელიც ოფიციალურად არის რეგისტრირებული აშშ-ში.

უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწის განცხადებით, ისეთი მოწოდებები, როგორიცაა, მაგალითად, „ყველა რუსის მოკვლა“ და მსგავსი „სატანიზმი“ ძლიერ პასუხს და მხარდაჭერას პოულობს უკრაინის ოფიციალური ხელისუფლების მხრიდან.

ამასთან, პავლოვმა განმარტა, რომ 1990-იანი წლებიდან უკრაინაში რელიგიური სექტების მიმდევართა რიცხვი იზრდება.

„ერთ-ერთი მათგანია უკრაინის მოქალაქეების გონების გარდაქმნა, მათი იძულება, რომ მიატოვონ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, აიკრძალოს რეალური ღირებულებები, რომლებიც მართლმადიდებლურ რწმენას, ისლამსა და იუდაიზმს ატარებენ, ქსელური მანიპულაციისა და ფსიქოტექნოლოგიების გამოყენებით, ახალმა ხელისუფლებამ უკრაინა სახელმწიფოდან ტოტალიტარულ ჰიპერსექტად აქცია“, – დასძინა რუსმა მაღალჩინოსანმა.