გიორგი ვოლსკი: თუ ნედ პრაისმა თქვა, რომ ჩვენ რაღაცით უკან დავიხიეთ, მაშინ უნდა ვთქვათ საიდან დავიხიეთ უკან, იმ პერიოდიდან, როდესაც ადამიანისთვის სიცოცხლის წართმევა ჩვეულებრივი ამბავი იყო?

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ „რუსთავი 2“-ის ეთერში ნედ პრაისის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, თუ ნედ პრაისმა თქვა, რომ ჩვენ რაღაცით უკან დავიხიეთ, მაშინ უნდა ვთქვათ საიდან დავიხიეთ უკან, რა პერიოდიდან.

„ვთქვათ, ნედ პრაისი ამბობს ამას, მაგრამ შევხედოთ მეორე კუთხიდან – ხომ არ აღელვებს მას ის ვითარება, რაც შექმნილია საქართველოში? დაპირისპირების ეს ხარისხი, დაუჭიროს მხარი და თქვას, რომ ყველაფერი იდეალურად კეთდება, ეს ხომ არ ნიშნავს რომ წერტილს დაუსვამს ოპოზიციურ ფლანგს, რომლის ყოფნა-არყოფნის საკითხიც ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს და საზოგადოებამ, მე არ ვამბობ რომ არაგულწრფელია.

მაინც რაღაც მოგვდევს ქედის მოხრით საუბარი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს პატივს არ ვცემთ. ვიკამათოთ მაგ თემაზე, ვისაუბროთ. თუ ნედ პრაისმა თქვა რომ ჩვენ რაღაცით უკან დავიხიეთ, მაშინ უნდა ვთქვათ საიდან დავიხიეთ უკან. იმ პერიოდიდან როდესაც ადამიანისთვის სიცოცხლის წართმევა ჩვეულებრივი ამბავი იყო თუ რომელი პერიოდიდან დავიხიეთ უკან, თუ იმ პერიოდიდან როდესაც ჩვენ ასოცირებული წევრები გავხდით, საკამათოა ეს თემა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეერთებულ შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებულ სანქციებზე ჯობს თავად უკრაინამ ისაუბროს. ნედ პრაისმა ყურადღება ევროპული რეკომენდაციის შესრულებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მოწოდებულები არიან იმუშაონ საქართველოს მთავრობასთან.