“როიტერი” – ირანში შაჰ-ჩერაჰის მავზოლეუმთან თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
ირანის ქალაქ შირაზში განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. სააგენტო “როიტერის” ცნობით, შესაბამისი განცხადება დაჯგუფებამ ტელეგრამ-არხით გაავრცელა.
ხელისუფლების ინფორმაციით, შიიტ მუსლიმთა წმინდა ადგილზე, შაჰ-ჩერაჰის მავზოლეუმთან განხორციელებულ თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა.
სახელმწიფო სააგენტო „ირნას“ ცნობით, ცეცხლი სამმა მამაკაცმა გახსნა, მათგან ორის დაკავება სამართალდამცველებმა შეძლეს.
ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის განცხადებით, თავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება.
შაჰ-ჩერაჰის მავზოლეუმი შირაზის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა.
წყარო: ptn.ge