ევროპარლამენტში მიღწეული შეთანხმებით, 2035 წლიდან ევროკავშირის ქვეყნებში წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ახალი ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება.
2035 წლიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ახალი ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება.
შესაბამისი გადაწყვეტილებაზე წინასწარ შეთანხმებას ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და ევროპარლამენტმა მიაღწიეს.
როგორც ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეთანხმება მიღწეულია, რათა 2035 წლისთვის CO2-ის გაფრქვევა 100 პროცენტით შემცირდეს, რაც ნიშნავს, რომ შიგაწვის ძრავაზე მომუშავე ავტომბილების ევროპაში გაყიდვა შეუძლებელი გახდება.
დროებითი გამონაკლისი დაიშვება იმ ავტომწარმოებლებისთვის, რომლებიც წელიწადში 10 ათასზე ნაკლებ მანქანას ამზადებენ. საუბარია ისეთ ძვირადღირებული ბრენდების ავტომობილებზე, როგორიცაა „ფერარი“.
შეთანხმება ასევე ტოვებს შესაძლებლობას სამომავლოდ დაუშვას შიგაწვის ძრავზე მომუშავე ავტომობილების წარმოება, თუ ისინი ე.წ. ელექტრონულ საწვავზე მუშაობენ. ეს არის სინთეტიკური საწვავი, რომელიც განახლებადი წყაროებიდან მოპოვებული ელექტროენერგიის საშუალებით მზადდება.
ოღონდ შეთანხმების ძალაში შესასვლელად, აგრეთვე აუცილებელია ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს თანხმობაც.
წყარო: newposts.ge