გიგა ბოკერია – „ნაციონალური მოძრაობისგან“, „ლელოსგან“ და „სტრატეგია აღმაშენებლისგან“ პარტნიორების გადაგდების, მოტყუების, სიტყვის გატეხის ცუდი გამოცდილება გვაქვს.
„ევროპული საქართველო“ ვიყავით ინიციატორები საქმიანი კოორდინაციის, საპარლამენტო არჩევნებზე. ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს „ნაციონალური მოძრაობისგან“, „ლელოსგან“, „აღმაშენებლისგან“ პარტნიორების გადაგდების, მოტყუების, საზოგადოებისთვის სიტყვის გატეხის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოერიამ „ლელოს“, „სტარტეგია აღმაშენებლის“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ შესაძლო გაერთაინებაზე კითხვის საპასუხოდ განცხადა.
მისივე თქმით, სურს, ზურაბ ჯაფარიძისგან და ელენე ხოშტარიასგან მოისმინოს, რა არგუმენტი აქვს. ბოკერიას განცხადებით, დაელოდება, რამდენად აქვს აზრი კოორდინაციას.
ჩვენ, „ევროპული საქართველო“ მივიჩნევთ, რომ ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად საჭიროა ყველა პოლიტიკური რეჟიმის მიერ საკუთარი ამომრჩევლების, მომხრეების რაოდენობის ზრდა და მათი პოლიტიკურად მოტივაცია ამ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად – არჩევნების გზით, შემდეგ ხმების დაცვის გზით, შვიდობიანი პროტესტის გზით.
ამას სჭირდება ნდობის აღდგენა პოლიტიკური პროცესის მიმართ, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და ბევრმა სხვამაც ძალიან დააზიანა.
რაც შეეხება კოორდინაციას და ამ ლოზუნგს – გაერთიანებას, „ევროპული საქართველო“ ვიყავით ინიციატორები საქმიანი კოორდინაციის საპარლამენტო არჩევნებზე, ამის შემდეგაც და ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს „ნაციონალური მოძრაობისგან“, „ლელოსგან“, „აღმაშენებლისგან“ პარტნიორების გადაგდების, მოტყუების, საზოგადოებისთვის სიტყვის გატეხის. ამიტომ მაინტერესებს, ზურაბ ჯაფარიძისგან და ელენე ხოშტარიასგან მოვისმინო, რა არგუმენტი და რა საფუძველი აქვთ, რომ ამჯერად ჩვენ გვაქვს საფუძველი ნდობის. ამ პროცესს დაველოდებით, რომ ვნახოთ, რამდენად აქვს აზრი კოორდინაციას” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
წყარო: 1tv.ge