ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ამ კვირის დასაწყისში ერთ-ერთი ჩეჩნური შენაერთი ხერსონის ოლქში დაბომბვის ქვეშ მოექცა. რამზან კადიროვმა, განაცხადა, რომ ხერსონის ოლქში დაბომბვისას ჩეჩნური ქვედანაყოფის წევრები დაიღუპნენ.
„ადგილზე ყველა სამაშველო ოპერაცია დასრულებულია და დაღუპულთა და დაშავებულთა საბოლოო სია არსებობს. დაიღუპა 23 და დაიჭრა 58 ჯარისკაცი. მათგან ოთხი მძიმედ დაშავდა. სხვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იმ დღეს დიდი დანაკარგი გვქონდა“, – აცხადებს კადიროვი.
კადიროვის თქმით, ჩეჩნებმა შური იმავე დღეს იძიეს და „ჯოჯოხეთში გაუშვეს 70-მდე ბანდერელი“.