დეპუტატ გონჩარენკოს არ ჰქონდა უფლებამოსილება, წარმოედგინა უყრაინის პოზიცია კოსოვოში – უყრაინის რადა

უყრაინის რადა – დეპუტატ ალექსეი გონჩარენკოს არ ჰქონდა უფლებამოსილება, წარმოედგინა უყრაინის პარლამენტის პოზიცია კოსოვოში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

უყრაინელი დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს ვიზიტი კოსოვოში არის პირადი ინიციატივაა და ის არ არის უფლებამოსილი, წარმოადგინოს უყრაინის პარლამენტი კოსოვოში. უყრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია უმაღლესი რადას აპარატის განცხადებაში.

„სახალხო დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს კოსოვოში ვიზიტი წარმოადგენს მის პირად ინიციატივას, არის კერძო ხასიათის. უყრაინის უმაღლეს რადას ან ნებისმიერ სხვა ორგანოებს არ მიუნიჭებიათ არც ერთი სახალხო დეპუტატისთვის, კერძოდ, ალექსეი გონჩარენკოსთვის, უფლებამოსილება, წარმოადგინოს კოსოვოში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში უყრაინის პარლამენტის პოზიცია“, – ნათქვამია განცხადებაში.

რადას განცხადებაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო საკითხებზე უყრაინის პარლამენტის პოზიციის მიღება კოლეგიალურად, სასესიო დარბაზში ხმის მიცემით ხმათა უმრავლესობით ხდება. ხოლო უყრაინის სახალხო დეპუტატის ცალკეულ მოსაზრება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არის საერთაშორისო ორგანიზაციაში საპარლამენტო დელეგაციის წევრი, არ წარმოადგენს სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს ერთიან პოზიციას.

„ალექსეი გონჩარენკოს არ ჰქონდა უფლებამოსილება, წარმოედგინა უყრაინის უმაღლესი რადა კოსოვოსთან დაკავშირებით საერთაშორისო საკითხებში, მით უმეტეს, გაეკეთებინა განცხადებები უყრაინის პარლამენტის სახელით“, – განაცხადეს რადაში.

გუშინ უყრაინელი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო კოსოვოს პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. ეს კოსოვოს საკანონმდებლო ორგანოში რადას უყრაინელი პარლამენტარის პირველი გამოსვლა გახდა.

კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა ცნობს. მის დამოუკიდებლობას არ აღიარებს ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყანა, ასევე – რუსეთი, ჩინეთი, უყრაინა და საქართველო.

წყარო: 1tv.ge