რა უნდა თქვას იმაზე მეტი, რაც უკვე ყველამ თქვა, მაგრამ ხომ იქნება დიდი სენსაცია, რომ მაგალითად ისაუბროს ხაზარაძის ბანკიდან გაგდებაზე _ ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მისამართით, “პალიტრანიუსის” ეთერში გააკეთა.
„რა უნდა თქვას იმაზე მეტი, რაც უკვე ყველამ თქვა, მაგრამ ხომ იქნება დიდი სენსაცია, რომ მაგალითად ისაუბროს ხაზარაძის ბანკიდან გაგდებაზე, სისხლის სამართლის საქმის წამოწყებაზე, ანაკლიის ჩაძირვაზე, წერილზე, რომელიც გახარიამ მათ მიწერა, სენსაცია იქნებოდა რომ ეთქვა, რომ ბოდიში, ეს წერილი მე მივწერე ხაზარაძეს, ყველაფერი მე გავაკეთე ბიძინას დავალებით, ეს იქნებოდა ვაჟკაცობა“ , – აღნიშნა რომან გოცირიძემ.