ამერიკული კოსმოსური თანამგზავრები ლეგიტიმური სამიზნეებია, თუ ისინი გამოიყენება უკრაინის კონფლიქტის ფარგლებში, 27 ოქტომბერს განაცხადა კონსტანტინ ვორონცოვმა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იარაღის გაუვრცელებლობისა და შეიარაღების კონტროლის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.
უკრაინაში აქტიურად გამოიყენება ამერიკული Starlink-ის თანამგზავრების ქსელი (კომპანია SpaceX), რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას როგორც მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, ასევე სამხედროებისთვის. მანამდე SpaceX-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა დაადასტურა, რომ გააგრძელებს თანამგზავრული კომუნიკაციების დაფინანსებას უკრაინის საჭიროებებისთვის.
“ჩვენ ვსაუბრობთ შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების მიერ სამოქალაქო, მათ შორის, კომერციული კოსმოსური ინფრასტრუქტურის კომპონენტების გამოყენებაზე შეიარაღებულ კონფლიქტებში <…> კვაზი-სამოქალაქო ინფრასტრუქტურა შეიძლება აღმოჩნდეს საპასუხო დარტყმის ლეგიტიმური სამიზნე”.
– განაცხადა ვორონცოვმა.
რუსმა დიპლომატმა დასძინა, რომ “დასავლეთის ქმედებების შედეგად, მშვიდობიანი კოსმოსური საქმიანობის სტაბილურობა, ისევე როგორც მრავალი სოციალურ-ეკონომიკური პროცესი დედამიწაზე, რომელზედაც დამოკიდებულია ადამიანების კეთილდღეობა, პირველ რიგში განვითარებად ქვეყნებში, ექვემდებარება გაუმართლებელ რისკებს”.
მან აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნების ქმედებების შედეგად მშვიდობიანი კოსმოსური აქტივობები ექვემდებარება გაუმართლებელ რისკებს, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს დედამიწაზე არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებზე, რომელზედაც დამოკიდებულია ადამიანების კეთილდღეობა, მათ შორის განვითარებად ქვეყნებში. ასევე, მისი თქმით, გარე სივრცის ეს გამოყენება სამხედრო კონფლიქტებში შეიცავს სიტუაციის მკვეთრი დესტაბილიზაციის მაღალ ალბათობას, რამაც შეიძლება შეარყიოს ზოგადად იარაღის წარმოების შეზღუდვისა და გავრცელების შემცირების პერსპექტივები.
ვორონცოვმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა შეწყვიტონ კოსმოსის სამხედრო კონფლიქტების პლატფორმად განხილვა. მისი თქმით, რუსეთი გაეროს გენერალური ასამბლეის პირველ კომიტეტს, რომელიც განიხილავს შეიარაღებების კონტროლის საკითხებს, წარუდგენს რეზოლუციის პროექტს, კოსმოსში შეიარაღების თავდაპირველი განუთავსებლობის შესახებ.
”დასავლეთის ქმედებების შედეგად, მშვიდობიანი კოსმოსური საქმიანობის სტაბილურობა, ისევე როგორც მრავალი სოციალურ-ეკონომიკური პროცესი დედამიწაზე, რომელზედაც დამოკიდებულია ადამიანების კეთილდღეობა, პირველ რიგში განვითარებად ქვეყნებში, ექვემდებარება გაუმართლებელ რისკებს. “ – განაცხადა ვორონცოვმა.
მოსკოვი მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს კოსმოსური უსაფრთხოების განსახილველად. რუსეთის ხელისუფლების პოზიციაა, რომ მსოფლიოს ქვეყნები უნდა შეთანხმდნენ, კოსმოსში რაიმე სახის შეიარაღების არგანთავსებაზე და კოსმოსური ობიექტები სამხედრო მიზნებისთვის არგამოყენებაზე. გარდა ამისა, მოსკოვი მსოფლიო საზოგადოებრიობას სთავაზობს უარი ითქვას სატელიტური იარაღის შემუშავებაზე, მაგრამ არა ცალმხრივად.
კოსმოსით დაინტერესებული ამერიკელი მეწარმე ილონ მასკმა მანამდე განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის თავზე Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ-სისტემის “მოკვლას ცდილობს”. აღნიშნული სისტემა გადამწყვეტია უყრაინული არმიისა და შეიარაღებული ფორმირებებისთვის. თვით მასკი თავის “ტვიტერზე” წერს, რომ “სტარლინკი” ერთადერთი სატელიტური სისტემაა, რომელიც ამჟამად უყრაინის შეიარაღებულ ძალებს ეხმარება. მიუხედავად დაფინანსების გაგრძელებისა თავისი მხრიდან, მასკი ვარაუდობს, რომ რუსეთს მაინც შეუძლია უყრაინის თავზე “სტარლინკის” “მოკვლა”.
გარდა ამისა, 2020 წელს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დიდი დისკუსია დაიწყო კოსმოსში უსაფრთხოების თემაზე. მაგალითად, აპრილში ვაშინგტონმა მოსკოვი დაადანაშაულა ანტისათანამგზავრო, პირდაპირი დარტყმის რაკეტის (DA-ASAT) გამოცდაში. თუმცა ამის უკან მხოლოდ ანტისატელიტური რაკეტა კი არ დგას, არამედ ეშელონირებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის (ABM) A-235 Нудоль-ის მთელი სისტემა, რომელიც შექმნილია რუსეთის დედაქალაქის დასაცავად.
აშშ-ს ბრალდებების საპასუხოდ, მოსკოვმა მოუწოდა ვაშინგტონს, არ გამოიგონოს საბაბი რუსეთის წინადადებების უგულებელყოფისთვის, რათა არ გახდეს პირველი, ვინც იარაღი განათავსა კოსმოსში. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი რიაბკოვის თქმით, აშშ-ის უარი რუსეთთან დიალოგზე შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ „მათ დასახეს დამრტყმელი სისტემების შექმნის კურსი, მათი კოსმოსში განთავსების მიზნით“.
მოგვიანებით, 2020 წლის დეკემბერში, შეერთებულმა შტატებმა გაიმეორა, რომ რუსეთი ცდის სატელიტურ რაკეტას. ვაშინგტონის თქმით, რუსეთი ავითარებს ორი ტიპის ასეთ იარაღს – DA-ASAT, რომლებსაც, სავარაუდოდ, შეუძლიათ გაანადგურონ თანამგზავრები დედამიწის დაბალ ორბიტაზე და ეს რაკეტები რუსეთში, თითქოს, რამდენჯერმე გამოსცადეს კიდეც. ამერიკელების ინფორმაციით, რუსეთი ასევე ცდის კოსმოსური ბაზირების სისტემებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ტესტირებულია 2017 და 2020 წლებში.
რუსი ექსპერტი, საზოგადოება “სოვეტსკი კოსმოსის” ხელმძღვანელი მაქსიმ ცუკანოვი ადასტურებს, რომ 2020 წელს რუსეთმა გამოსცადა პირდაპირი დარტყმის ანტისატელიტური რაკეტა.
“გარდა ამისა, ჩვენ გვყავს საბჭოთა დროიდან განვითარებული სატელიტური თვითმფრინავები. მთავარი ის არის, რომ თვითმფრინავი შედის სტრატოსფეროში, უშვებს რაკეტას, რომელიც აღწევს მტრის თანამგზავრს და ანადგურებს სამიზნეს“, – განაცხადა ცუკანოვმა.
„ცხადია, ახლა შეერთებული შტატების თანამგზავრები და მათი მოკავშირეები ეხმარებიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, გადასცემენ ზუსტ კოორდინატებს დარტყმისთვის. გარდა ამისა, უკრაინაში ომის ახალი მეთოდი გამოიყენება: როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალების არტილერია, რომელსაც აკონტროლებს სატელიტური სისტემა, უტევს უახლოეს სამიზნეებს, სანავიგაციო სატელიტური და საკომუნიკაციო სისტემა უკრაინელ სამხედროებს საშუალებას აძლევს, დააჩქარონ დამიზნების პროცესი და დარტყმები. ამიტომ, უკრაინის თავზე მოქმედი თანამგზავრების განადგურება შეამცირებს მტრის თავდასხმების რაოდენობას ჩვენს ინფრასტრუქტურასა და ქალაქებზე“, – განაცხადა წყარომ.
თუმცა, თანამგზავრების განადგურებას უარყოფითი შედეგებიც აქვს. მათ შორის, მაგალითად, კოსმოსური ნამსხვრევების ფორმირება, განაგრძო ექსპერტმა.
„თუ თანამგზავრები საკმარისად დაბალ სიმაღლეზეა, სტაციონარული ორბიტაზე, მაშინ ამას რაიმე სახიფათო შედეგი არ მოჰყვება – თანამგზავრების ფრაგმენტები უბრალოდ დაიწვება ატმოსფეროს ფენებში“, – თქვა ცუკანოვმა.
„სხვა საქმეა, თუ თანამგზავრები ცოტა მაღლა არიან. ამ შემთხვევაში, არსებობს კოსმოსური ნამსხვრევების უკონტროლო მოძრაობის შექმნის შესაძლებლობა. თუ კოსმოსური ნარჩენების ღრუბელი ექსპონენტურად გაიზრდება, მაშინ მეზობელი თანამგზავრები განადგურდებიან ნამსხვრევების დახმარებით და დედამიწის ორბიტა გამოუყენებელი გახდება ადამიანის ფრენებისთვის“, – დასძინა წყარომ.
სამხედრო მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ალექსანდრ ბარტოში მიიჩნევს, რომ კოსმოსში იარაღის გამოყენება კოსმოსური ხომალდების წინააღმდეგ იქნება საერთაშორისო სამართლის დარღვევა.
„ამ დროისთვის ჩვენ თავს ვიკავებთ ამერიკული თანამგზავრების განადგურებისგან. მაგრამ შესაძლებელია, რომ მომავალში სიტუაცია სხვაგვარად განვითარდეს, ”- მიიჩნევს სამხედრო ექსპერტი.
vz.ru-სა და gazeta.ru-ს მასალების მიხედვით.