გერმანიაში ჩაფრენილი თვითმფრინავის შასისთან ცხედარი იპოვეს

ფრანკფურტის აეროპორტში, ირანის დედაქალაქ თეირანიდან ჩაფრენილი თვითმფრინავის შასის მიმდებარედ, ადამიანის ცხედარი იპოვეს, – ამის შესახებ Euronews-ი წერს.

აეროპორტის თანამშრომლებმა ცხედარი მგზავრების ჩამოსხმის შემდეგ ნახეს. შემთხვევა ავიაკომპანია Lufthansa-ს თვითმფრინავზე მოხდა.

ავიაკომპანიამ და ფედერალურმა პოლიციამ უარი განაცხადეს კომენტარის გაკეთებაზე.