ბრიტანეთში მამაკაცი მიგრანტთა ცენტრს თავს დაესხა, შემდეგ კი თავი მოიკლა

დიდ ბრიტანეთში სამართალდამცავები ქალაქ დოვერში მიგრანტთა ცენტრში თავდასხმას იძიებენ, სადაც მამაკაცმა მოლოტოვის კოქტეილები ისროლა. ამის შესახებ Reuters წერს.

ინციდენტის თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:20 საათზე მიგრანტთა ცენტრში თეთრი სპორტული ჯიპით მივიდა და შენობაში რამდენიმე მოლოტოვის კოქტეილი ისროლა. ერთი მათგანი არ აფეთქდა.

შემდეგ მამაკაცი მივიდა ახლომდებარე ბენზინგასამართ სადგურთან, ყელზე მარყუჟი მოიჭრა, ლითონის ბოძზე მიამაგრა,მანქანისკენ მივიდა და თავი მოიკლა.

კენტის ოლქის პოლიციამ, სადაც დოვერი მდებარეობს, დაადასტურა ინციდენტი. მათივე ინფორმაციით, შედეგად ერთმა პირმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.