საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას თქმით, აინტერესებს მოხვდა თუ არა ეკა გიგაურის კვლევაში „დროას“ ლიდერი ხოშტარია, სადაც შავით თეთრზე დაფიქსირდა და აღიარეს, რომ წლების განმავლობაში რუსულ ფულს იღებდა, ამით უძრავი ქონებაც შეიძინეს.
„შეიკრიბნენ ხელმოცარულები, მათთან ერთადაა კაპიტანი გიგაური. მაინტერესებს, მოხვდა თუ არა მის კვლევაში „დროას“ ლიდერი ხოშტარია, სადაც შავით თეთრზე დაფიქსირდა და აღიარეს, რომ წლების განმავლობაში რუსულ ფულს იღებდა, ამით უძრავი ქონებაც შეიძინეს. მოხვდა? არა. ამიტომაც რა კომენტარი უნდა გავაკეთო, შეიკრიბონ და ერთმანეთი ატყუონ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.