მედიის ცნობით, ირანის უსაფრთხოების ძალებმა სტუდენტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

მედიის ცნობით, ირანის უსაფრთხოების ძალებმა სტუდენტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ირანის უსაფრთხოების ძალებმა სტუდენტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტებმა უარი განაცხადეს რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედროების ულტიმატუმის და ქვეყნის პრეზიდენტის გაფრთხილებაზე.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ მასალაში ჩანს, რომ ბასიჯის ძალები სტუდენტების აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრიან.

ირანში უკვე მეშვიდე კვირაა, აქციის მონაწილეები 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას აპროტესტებენ.

– „უსაფრთხოება ისლამური რესპუბლიკის წითელი ხაზია და ჩვენ არ მივცემთ უფლებას მტერს, განახორციელოს თავისი გეგმები ამ ღირებული ეროვნული აქტივის შელახვის მიზნით“ – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ. ქვეყნის ხელისუფლებამ ირანის მთავარ მტრებად აშშ და ისრაელი მოიხსენია და აღნიშნა, რომ მათი ადგილობრივი აგენტები ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით არეულობას აწყობენ.

წყარო: newposts.ge