ჩრდილოეთ კორეამ აშშ-ისა და სამხრეთ კორეისგან ფართომასშტაბური სამხედრო წვრთნების შეწყვეტა მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ოფიციალური ფხენიანი სამხედრო წვრთნებს პროვოკაციად აფასებს, რომელმაც შესაძლოა უფრო ძლიერი შემდგომი ზომები გამოიწვიოს.
„კორეის ნახევარკუნძულზე ვითარება კვლავ შევიდა ძალაუფლებისთვის სერიოზული დაპირისპირების ფაზაში აშშ-ისა და სამხრეთ კორეის შეუჩერებელი და უგუნური სამხედრო ნაბიჯების გამო“, – განაცხადეს ჩრდილოეთ კორესის საგარეო უწყებაში.
31 ოქტომბერს, აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ერთ-ერთი უმსხვილესი ერთობლივი სამხედრო საჰაერო წვრთნები დაიწყეს.